რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარობს

რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარობს

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.