თორნიკე რიჟვაძე - ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება იქნება.

განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

,,შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს.

ასევე, ჭვანის ხეობაში ვგეგმავთ დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რაც ჩირუხის მიმართულებით, ჭვანის მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს და შემოსავალს გააჩენს ადგილზე.

წლების განმავლობაში ჩვენ, ყველას გვაწუხებდა გომარდულის განვითარება. თუმცა, წელს უკვე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული პროექტი. პირველ ეტაპზე, მოეწყობა საბაგირო და შემდეგ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება”,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

„შუახევში, ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რისთვისაც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.

ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია "წისქვილების სოფლის" ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა.

ჯვარიმინდორზე დაიწყო ტურისტული თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიაზაციას და გაზრდის ტურისტულ ლოკაციაზე ვიზიტორების რაოდენობას.

სწორი ურბანული განვითარება შუახევისადმი საინვესტიციო ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. ცნობილი საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინვესტორთა დაინტერესების და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, გომარდულის განვითარების გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რაც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე მიღებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად, ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. გომარდულის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, პარალელურად, მომზადდა საინვესტიციო შეთავაზება, რაც ქართველ და უცხოელ პარტნიორებს უკვე წარედგინა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო