ოლივერ ვარჰეი - საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში

თუ ერთი რამ ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, თუ შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა.

„ჩვენ გვინდა, ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და ეს რომ გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის სურვილია, ქვეყანაში ყველა დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა.

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის წევრებთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ გრძელი სია გვაქვს საკითხებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს და იმედიანად ვრჩები იმ მოსაზრებებისგან რასაც ვიღებ ქვეყანაში ამ შეხვედრებზე. ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ და ვხედავ ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასა და ერთგულებას, საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში. გვინდა, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი იქნას მხარდაჭერილი,"- აღნიშნა ვარჰეიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს