რატი იონათამიშვილი - გიორგი გახარიას უტიფრობას საზღვარი არ აქვს

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ბიოგრაფიაში არაკომპეტენტური და ჩავარდნილი საქმეები გვხდება და ამიტომ “უხერხულია, რომ მან “ნაციონალურ მოძრაობასაც” კი გადაასწრო აბსურდული განცხადებებით”.

იონათამიშვილის თქმით, “გახარიას უტიფრობას საზღვარი არ აქვს”.

“სასაცილოც აღარ არის, როდესაც სახელმწიფოს ჩამოშლაზე, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებასა და ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე გიორგი გახარია საუბრობს. როგორც ჩანს, მის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ბევრს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის კაცი, რომლის ბიოგრაფიაშიც გვხვდება არაკომპეტენტური და ჩავარდნილი საქმეები - კლუბების სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისი. ამიტომ, ძალიან უხერხული ფაქტია, რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობასაც” კი გადაასწრო აბსურდული განცხადებებით”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი , გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა