ალუდა ღუდუშაური - გიორგი გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს - ისეთ ადგილზე ჩაიკეტოს, რომ განცხადება არ გააკეთოს

ვინ, ვინ და ბატონი გახარია ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მაინც უნდა იყოს ჩუმად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა 5-6 ივლისთან დაკავშირებით.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, გიორგი გახარიამ აღნიშნული განცხადების გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ამ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ძალიან მარტივია, ბატონ გახარიას ამ და ბევრი სხვა განცხადების გაკეთების მორალური უფლება არ აქვს. ეს ის ბატონი გახარია ხომ არ არის, პანკისის მოვლენების ავტორი რომ არის? ეს ის ბატონი გახარია არ არის, სადაც ჯერ სპეცოპერაცია დაგეგმა, შემდეგ გამოვიდა და ბოდიშით დაიწყო. პარლამენტთან შეკრებილ ადამიანების, მომიტინგეებთან მიმართებაში როგორ იქცეოდა? რაზე ვსაუბრობთ, რომელ უუნარობაზე?! მგონი პანკისის მოვლენები კარგად გვახსოვს“, - აღნიშნავს ღუდუშაური და ასევე დასძენს, რომ „ ის სიტუაციაა, ფიქრობდეს ისეთ ადგილზე ჩაიკეტოს, რომ განცხადება არ გააკეთოს, რომელსაც ფანჯარაც არ ექნება, რომ ჟურნალისტმა რამე არ ჰკითხოს. უტიფრობასაც ხომ საზღვარი აქვს?! “

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა