ჰიდრო ჯგუფმა საქართველოში ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების წარმოება დაიწყო

ადგილობრივ ბაზარზე უახლესი ევროპული სტანდარტებით დამზადებული ქართული ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი გამოჩნდა. ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი ჰიდრო ტე (HT) ეკოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საკანალიზაციო ჩამდინარე წყალს ბიოლოგიურად, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების დახმარებით წმენდს, შედეგად კი, მას სუფთა, ტექნიკურ წყლად გარდაქმნის.

ჰიდრო ტეს დახმარებით, ბიზნესის საქმიანობა გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო ხდება. თავად ბიზნესს კი დახარჯული წყლის ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა.

აღსანიშნავია, რომ წყლის წმენდის ხარისხი როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის რეგულაციებს შეესაბამება.

ბიოლოგიურ გამწმენდ დანადგარებზე მოთხოვნა სულ უფრო მაღალია, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის, ჩამდინარე წყლებსა და მათ ხარისხზე გაზრდილი კონტროლის შემდეგ. შესაბამისად, ისინი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ მოსახლისთვის ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენს.

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, საქართველოში დაწყებული წარმოება გამწმენდების ფასს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ ფასთან ერთად, მათი უპირატესობა ხარისხიცაა. დანადგარების წარმოებაში მთლიანად მაღალი სტანდარტის ევროპული მასალები გამოიყენება, რის გამოც მათი ექსპლუატაციის ვადა 50 წელია.

„ჰიდრო ჯგუფის“ დანადგარები წყალს აზოტისა და ფოსფორისგანაც წმენდს. პროცესი მთლიანად ქიმიური დანამატების გარეშე მიმდინარეობს. გამწმენდებს არ აქვთ სუნი და ხმა, მათი ტრანსპორტირება და მოვლა მარტივია, მონტაჟი კი — იაფი. კომპანია თითოეულ პროექტსა და მომხმარებელს ინდივიდუალურად განიხილავს.

„ჰიდრო ჯგუფი“ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმოო დანადგარებს ქმნის. მცირე ზომის მოწყობილობები ინდივიდუალური სახლებისა და აგარაკებისთვის, საცხოვრებელი, სპორტული და დასასვენებელი კომპლექსებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და გზისპირა კაფეებისთვის, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის, ბანაკებისთვისა და მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. დიდი დანადგარები კი ძირითადად დასახლებებისა და უბნებისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის და ა.შ. გამოიყენება.

„ჰიდრო ჯგუფი“ ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების წარმოების პროცესში წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომლებსაც ამ კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხის სერტიფიკატები და საკუთარი დაპატენტებული ტექნოლოგიები აქვთ. კომპანიის მიერ დანადგარები დამონტაჟებულია ქუთაისის აეროპორტში, ლილოს ბაზრობაზე, გარდაბნისა და მარნეულის საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, ათობით სკოლასა და სხვა სახის ობიექტებზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს