იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ქეთევან მესხიშვილის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან მესხიშვილის მოსმენა მიმდინარეობს.

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვები ძირითადად შეეხება წარსულ გამოცდილებას.

“კითხვები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე იყოს სანდო კანდიდატი იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაც არის შერჩევის კრიტერიუმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წევრობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია შესაძლებლობები, რამდენად გაამდიდრებს თითოეული კანდიდატი სასამართლოს საქმიანობას. ეს იქნება ალბათ ის საკითხები, რის გარკვევასაც შევეცდებით”,- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსამართლეების კანიდიდატების მოსმენას არ ესწრებიან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს დასანანია.

“აქაც ის პარადიგმა მუშაობს - ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი დარბაზი. დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი ამ პროცესს არ უერთდებიან. კარგი იქნებოდა რომ სრული წარმომადგენლობა ყოფილიყო და შეფასების მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო. ეს მნიშვნელოვანია მათთვისვე”,- განაცახდა სარჯველაძემ.

დღესვე, 16:00 საათიდან მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, რევაზ ნადარაიას.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო