თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზადაა და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.

„საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს