კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა ამ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებს ვერ შეცვლის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმმა თბილისში საქართველოსთვის ევროპის დახმარების გეგმა ჩამოიტანა. როგორც მოვისმენით, გეგმა საკმაოდ საინტერესო, ძვირადღირებული და ბევრ სფეროს მოიცავს.

ასეთი სრულფასოვანი და მასშტაბური გეგმები იმაზე მიუთითებს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმის ვიზიტი არანაირად არ უკავშირდებოდა თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ბრიუსელის მყისიერად რეაგირებას.

როგორ შეფასებდით საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გეგმებს და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ ამ დახმარებას რაციონალურად და ეფექტურად გამოვიყენებთ?

- პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ რეგიონში მოქმედებს სისტემურად და ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური და საინვესტიციო განვითარების გეგმა ჯერ კიდევ 2019 წელს იყო მიღებული. მისი რეალიზაცია პანდემიამ შეაფერხა. ამ გეგმაში გარკვეული ცვლილებების განხორციელდა. დასახულ იქნა ახალი მიზნები და ახლა დაიწყო მის რეალიზაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური და საინვესტიციო განვითარების გეგმა ჯერ კიდევ 2019 წელს იყო მიღებული. მისი რეალიზაცია პანდემიამ შეაფერხა. ამ გეგმაში გარკვეული ცვლილებების განხორციელდა. დასახულ იქნა ახალი მიზნები და ახლა დაიწყო მის რეალიზაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

ამ გეგმის ძირითადი მიზნებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩართული ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაცია, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რა თქმა უნდა ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის, ენერგეტიკის განვითარება, უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. გზებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, რომელიც საქართველოს მეტად დააკავშირებს ევროპასთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ქვეყნებთან.

ამის გარდა, ამავე გეგმაში დიდი ადგილი უკავია გარემოს დაცვის პროექტებს, ე.წ. მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერასა და ამ ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.

ბრიუსელმა ყველა ქვეყნისთვის გეგმები ცალ-ცალკე შეიმუშავა ამავე ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად. საქართველოსთვის 5-6 პრიორიტეტი განსაზღრულია. ამაში შედის შავი ზღვის ფსკერზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტკაბელისა და ენერგოკაბელის გაყვანა. შავი ზღვის სატრანსპორტო საშუალებების ერთმანეთთან დაკავშირება. ამაში შედის საბორნე გადასასვლელებისათვის პორტების მოდერნიზება და განვითარება. ევროკავშირი საქართველოში პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის აღმოუჩენს დახმარებას. ამისთვის ევროკავშირი საქართველოში 80 ათას მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციებს დააფინანსებს. 80 ათასი საკმაოდ ბევრია. მაგალითად, მოლდოვაში 25 ათასი ბიზნესუბიექტი, სომხეთში 30 ათასი, ხოლო უკრაინაში 100 ათასი დაფინანსდება.

ეს მაშინ, როცა უკრაინა საქართველოზე გაცილებით დიდი ქვეყანაა. ეს არ მოხდება

ერთ წელიწადში. ეს გეგმები მრავალ წელზე, დაახლოებით 7-10, სავარაუდოდ, უფრო შვიდ წელზეა საუბარი.

ევროკავშირი საქართველოში პანდემიის შედეგად დასაზარლებულ ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის აღმოუჩენს დახმარებას. ამისთვის ევროკავშირი საქართველოში 80 ათას მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციებს დააფინანსებს... ეს არ მოხდება ერთ წელიწადში. ეს გეგმები მრავალ წელზე, დაახლოებით 7-10, სავარაუდოდ, უფრო შვიდ წელზეა საუბარი

ამავე გეგმაში ასევე საუბარია ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. რაც ნიშნავს იმაზე, რომ 1000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში შეიყვანენ მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება. საქართველოს ბევრ რეგიონში ამ თვალსაზრისით კარგი მდგომარეობაა, მაგრამ იგივე სამხრეთ საქართველოსა და ზემო აჭარაში კარგი მდგომარეობა არ არის.

ამავე გეგმით ასევე პრიორიტეტულია გარემოს დაცვაზე ზრუნვა. საუბარია თბილისში ისეთ საფლაგმანო პროექტებზე, როგორიცაა ჰაერის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ბევრი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჰიბრიდულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. იგივე სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმაზე მუშაობის გაგრძელება.

ამ გეგმებზე სამუშაოდ ბრიუსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში ჩართულ ქვეყნებს ფინანსებს ევროკავშირის ფონდებიდან გამოუყოფს. ფინანსების მობილიზება მოხდება ევროკავშირის მდგრადი განვითარების ფონდიდან. ევროკავშირს გააჩნია ბევრი სხვა ფონდი. ეს დახმარებები უნდა იყოს ისე განხორციელებული, რომ მათ მოიზიდონ სხვა ინვესტიციები. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კერძო ფონდებიდან.

უკვე დაწყებულია შავი ზღვის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსება. 2019 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შავის ზღვის რეგიონში ტრანსევროპული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ.

- ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ყველაფერი ეს ხდება იმის ფონზე, რომ ევროკომისრის თბილისში ვიზიტს წინ უძღოდა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოგლეჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა თავისი ხელით აღმართა, ჩვენ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გვერდს ვერ აუვლით. თქვენ როგორ შეაფასებდით თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს?

- ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არ არის წუთიერი და წამიერი. ათწლეულებია ევროკავშირი ეხმარება საქართველოს. ეს თანამშრომლობა დიდი ხანია გადაზდილია ღმა თანამშრომლობაში, მათ შორის ინსტიტუციურ და სექტორულ თანამშრომლობაში.

ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები. ახლა ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ რუსთაველზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა ამ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებს ვერ შეცვლის. ვითარების დრამატიზირებას არ ვაპირებ, მაგრამ რაც მოხდა, არის ძალიან დასანანი ფაქტი.

სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული რეალური სურათი გამოაჩინა. ქვეყანაში არსებობენ ძალიან აგრესიულად განწყობილი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ბევრი ადამიანი გვყავს, რომლებიც ამ იდეებით სულდგმულობენ.

სამწუხაროდ, 5-6 ივლისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული რეალური სურათი გამოაჩინა. ქვეყანაში არსებობენ ძალიან აგრესიულად განწყობილი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ბევრი ადამიანი გვყავს, რომლებიც ამ იდეებით სულდგმულობენ

სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა უნებლიეთ არიან რუსული ანტიდასავლური იდეოლოგიის გამტარები. შესაძლოა, ისინი თავადაც არ თუ ვერც აცნობიერებენ, რომ არიან რუსეთში შექმნილი ანტიდასავლური იდეოლოგიისა და გეგმის ნაწილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათი უმეტესობა სიმართლეს გაიგებს და ამ თემებზე თავის აზრს შეიცვლის.

მანამდე ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს მათი არც ამგვარი მდგომარეობა და არც თავისი აზრის საჯაროდ დემონსტრირება.

- მართალია დაგვიანებით, მაგრამ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი ძალადობა ხელისუფლებამ და საპატრიარქომ დაგმო.

პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ ჯერ რასაც ვადევნებთ თვალს, ხელისუფლება და პოლიცია ვერ მოქმედებს მაინცადამაინც ეფექტურად.

ამის თქმის საშუალებას იძლევა ის, რომ ევროკავშირის დროშის ჩამომგლეჯველები დაკავებულები არ არიან. აღარაფერს ვამბობ იმათ დაუკავებლობაზე, ვინც 5 ივლისს ქუჩებში მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობდა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თვალსაზრისით ხელისუფლებისა და პოლიციის რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტური მოქმედება?

- ეს პრობლემები ხელისუფლების მმართველობით პრობლემებს უკავშირდება. ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში არსებობს ბრიუსელსა და თბილისს შორის არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგის ფორმატი, რომლის მორიგი სხდომა თუ სწორად მახსოვს 5 თუ 6 ივლისს გაიმართა, რომელშიც ჩვენი მხრიდან მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიიღო.

ამ დიალოგის ფარგლებში მოხდა 5-6 ივლისის განვითარებული მოვლენების განხილვა. სხვათა შორის, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირში საკმაოდ გაგვაკრიტიკეს მომხდარის გამო. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მთავრობამ და პოლიციამ არა მარტო ვერ დაიცვეს უმცირესობების წარმომადგენლები, არამედ ვერ დაიცვეს ჟურნალისტები. მათ ღიად და ცალსახად დააფიქსირეს თავისი პოზიციები, რაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მთავრობა რომც არ იყოს პროევროპული, ხელისუფლებას სჭირდება ევროკავშირი, რადგან ევროკავშირზეა დამოკიდებული თუნდაც იმ ხალხის კეთილდღეობა, ვინც 5 - 6 ივლისს თბილისის ქუჩებში აქტიურობდა და დარბევებში იღებდა მონაწილეობას.

ის, რაც 5-6 ივლისს მოხდა, იყო მანიფესტაცია იმისა, რომ მთავრობა მყარად ვერ დგას თავის პოზიციებზე.

არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ვერ ახორციელებენ ქვეყანაზე ეფექტურ კონტროლს. მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტები სათანადოდ ვერ მუშაობენ. ეს ყველაფერი იმაზეც მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იდეოლოგიურადაც მყარად ვერ დგას თავის პოზიციებზე. და ეს მაშინ, როცა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მტკიცე ნება.

არც კი ვიცი რა დავარქვა ხელისუფლების ქმედებას, სისუსტე, მერყეობა თუ ნაკლებად პრინციპულობა. სამწუხაროდ, ამ დღებში ეს ყველაფერი გამოჩნდა. იმედია ამას გაითვალისწინებს ამომრჩეველი

თუ ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვაღიარებთ, რომ უმცირესობების უფლებები ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, ისინი უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონკრეტული ღონისძიებებით. ამისთვის ხელისუფლებას ნება უნდა ჰქონდეს.

ერთია კანონების მიღება, მეორეა როგორ ხდება ამავე კანონების აღსრულება და იმპლემენტაცია. არც კი ვიცი რა დავარქვა ხელისუფლების ქმედებას, სისუსტე, მერყეობა თუ ნაკლებად პრინციპულობა. სამწუხაროდ, ამ დღეებში ეს ყველაფერი გამოჩნდა. იმედია ამას გაითვალისწინებს ამომრჩეველი.

- ჩვენ წინ საკმაოდ მძიმე არჩევნები გველოდება. საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ თუ 5-6 ივლისს არეულობებში მონაწილე ადამიანები არ დაისაჯნენ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება არჩევნების მშვიდობიან გარემოსა და დემოკრატიულად ჩატარების პერსპექტივა.

წარმოუდგენელია ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს. თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ არეულობებში მონაწილე ადამიანები სათანადოდ დაისჯებიან?

- მართალი გითხრად, არა მაქვს ამგვარი განცდა. ალბათ მარტო მე არ ვარ ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.

რატომ? როცა მე ვსაუბრობ, რომ ხელისუფლებას არ აქვს შინაგანი სიმტკიცე, ვგულისხმობ იმასაც, რომ ხელისუფლებას ორიენტაცია აქვს აღებული იმაზე, რომ ამომრჩევლები არ გაანაწყენოს. როგორც ჩანს, 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილეები, ანუ ისინი, ვინც ანტიევროპულად არის განწყობილი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან. ამიტომ არ უნდა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ მათი განაწყენება.

როგორც ჩანს, 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილეები, ანუ ისინი, ვინც ანტიევროპულად არის განწყობილი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან. ამიტომ არ უნდა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ მათი განაწყენება

არც იმის დაშვება უნდა, რომ ეს ხალხი არჩევნებზე სხვა პოლიტიკურმა ძალებმა არ გადაიბირონ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება 5-6 ივლისს კანონის დამრღვევების წინააღმდეგ სიმკაცრეს არ გამოიჩენს.

5-6 ივლისის კანონის დამრღვევების წინააღმდეგ ლოიალობა საფრთხეს შეუქმნის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკტრატიულად ჩატარებას. თუ ისინი სათანადოდ არ დაისაჯნენ, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებზე ამომრჩველების ისეთივე ცემა-ტყეპას ვიხილავთ, როგორც ეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა.

5-6 ივლისს კანონის დამრღვევების წინააღმდეგ ლოიალობა საფრთხეს შეუქმნის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკტრატიულად ჩატარებას. თუ ისინი სათანადოდ არ დაისაჯნენ, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლების ისეთივე ცემა-ტყეპას ვიხილავთ, როგორც ეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა

- ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა დაწყებულმა პროცესმა?

- ეს პროცესი ნაწილია იმ შეთანხმებისა, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია და რომელიც ევროპული საბჭოს ფასილიტაციით მოხდა. იმედი მაქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შერჩევა, დადებითობის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად შეცვლის საარჩევნო გარემოს.

საარჩევნო ადმინისტრაცია გახდება მეტად გამჭირვალე, მეტად ხელმისაწვდომი და ის პრობლემები, რომელზეც ეუთო, ევროპის საბჭო და ვენეციის კომისია უსვამდა ხაზს, ჩემი აზრით, აღმოიფვრება.

მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში ძნელია იყო ოპტიმისტი, რადგან ჩვენში კარგი განზრახვები ხშირად არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ცესკო-ს ახალი შემადგენლობის შერჩევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.

ჩვენს ქვეყანაში ძნელია იყო ოპტიმისტი, რადგან ჩვენში კარგი განზრახვები ხშირად არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ცესკო-ს ახალი შემადგენლობის შერჩევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს

- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა.

დაინტერსებულმა საზოგადოებამ ყურადღებით მიადევნა თვალი ამ პროცესს. თქვენ რას იტყოდით ამ პროცესზე? როგორია მოსმენების ფარგლებში მიღებული შთაბეჭდილებები?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პროცეს თვალი ვერ მივადევნე და არ მიყურებია. ზოგადად კი ვიტყვი. 19 აპრილის შეთანხმებაში საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ უნდა დაწყებულიყო. გამოცხადებულიყო მორატორიუმი. უნდა მიღებულიყო იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც ყველა პოლიტიკურ მხარესა და საზოგადოების დიდ ნაწილს არ დააკმაყოფილებდა.

ძალიან ცუდია, რომ მოხდა 19 აპრილის შეთანხმების ამ პუნქტის პრაქტიკულად იგნორირება. ჩემთვის გაუგებარია რატომ და რა მიზანს ისახავს მმართველი გუნდის ასეთი ქცევა. არა მგონია, რომ ამას კარგი შედეგი ჰქონდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო