“ვითიბი“ თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს საკრედიტო პროდუქტები მიიღონ

დღეიდან, “ვითიბი”, რეპეტიტორებს, ხელოსნებს, მძღოლებს, ძიძებსა და სხვა თვითდასაქმებულებს, რომელთაც ხელფასი არ უფისქირდებათ ბანკში, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო პროდუქტები გამარტივებული პირობებით.

“ვითიბის” ცნობით, თუ მომხმარებელი შემოსავლის დადასტურებას შეძლებს, მას სესხის აღების შესაძლებლობა იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ, თუ ისინი თავით ყოველთვიურ შემოსავალს ვითიბი ბანკის Visa Debit ბარათზე დააფიქსირებენ.

„ვიზა დებიტის უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერ დროს თანხის განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდაა შესაძლებელი. ბარათზე თანხის დაფიქსირების შემდეგ, მსესხებელი შეძლებს შემდეგი საკრედიტო პროდუქტების დამტკიცებას გამარტივებული პირობებით. შემოსავლების დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია. სამომხმარებლო სესხი - 400 ლარიდან- 15,000 ლარამდე, საკრედიტო ბარათი -V ქარდი - 400 ლარიდან- 5,000 ლარამდე, იპოთეკური სესხი - 5,000 ლარიდან - 100,000 ლარამდე„-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ აღნიშნა, საბანკო პროდუქტი, მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ, აქედან გამომდინარე, შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია“, განაცხადა გაბუნიამ.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს