პროკურორის განცხადებით, 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენების ყველა ეპიზოდი ადეკვატურად იქნება შეფასებული და ყველას მიმართ პროკურატურა იქნება მკაცრი

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულების საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენების ყველა ეპიზოდი ადეკვატურად იქნება შეფასებული და ყველა პირის მიმართ საქართველოს პროკურატურა იქნება მკაცრი.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს იაკობიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა პირველ რიგში, მტკიცებულებითი სტანდარტი ბრალად წარდგენილი ქმედებებისთვის, ასევე, მიიჩნია, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

რაც შეეხება დაკავებულების პოზიციას, არ აღიარებენ ბრალად წადგენილ ქმედებას, მათ არგუმენტაციაზე შესაბამისი პოზიცია ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დააფიქსირა და ამასთანავე, მათი პოზიცია არ გაიზიარა, არ გაითვალისწინა სასამართლომ, რის გამოც უკვე პატიმრობა იქნა გამოყენებული.

თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს, როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე შეაფასოს კონკრეტული მტკიცებულება, თუმცა, თითოეული თქვენგანი მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის, ამოცნობებში. არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ბრალდებულის მხრიდან აგრესიული ქმედებები არის დაფიქსირებული, ძალადობა არის ჟურნალისტზე დაფიქსირებული. ჟურნალისტის გამოკითხვის ოქმი არსებობს, რაც ადასტურებს ძალადობას და ასევე სხვა ჟურნალისტების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ადასტურებენ კონკრეტული პირის მიერ, კონკრეტულ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობას. ამასთანავე, ეს მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გაიზიარა სასამართლომ“, - განაცხადა იაკობიძემ.

კითხვაზე, მიეცა თუ არა ვინმე პარლამენტის წინ გაშლილი კარვების დაშლის ფაქტზე პასუხისგებაში, იაკობიძე აცახდებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს, რამაც რბევა და სხვისი ნივთის დაზიანება გამოიწვია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“