ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. იგი კლინიკა "მედცენტრშია" მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, 35 წლამდე მამაკაცი კი დაპირისპირებაში გაშველების მიზნით ჩაერთო, როდესაც ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა