რუსთავში კიდევ 30-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა

რუსთავში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 30-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად -1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რუსთავში, აუცილებად მივიყვანთ ბოლომდე. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული, რომ შემდგომშიც მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა