გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ძევერაში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ძევერაში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყო და პროექტის მიხედვით დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ნაგვის ურნები და დეკორატიული სკამები, დაიგო ფილები და დამონტაჟდა ლამპიონები.

„სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სკვერში მოეწყო სპორტული სივრცეც, დამონტაჟდა ტრენაჟორები, სადაც ახალგაზრდები და მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.

სკვერის მოწყობა დასრულდა სოფელ შერთულშიც, სადაც მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები.

სკვერის მოწყობა დასრულდა სოფელ ძევერაში, სადაც დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

ორივე სოფელში მიმდინარე სამუშაოების ღირებულებამ 76 320 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა