ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან მედიისგან შეიტყო, რომ „ასტრაზენეკათი“ აცრილ მოქალაქეებს საზღვარგარეთ QR კოდის წაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან მედიისგან შეიტყო, რომ „ასტრაზენეკათი“ აცრილ მოქალაქეებს საზღვარგარეთ QR კოდის წაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ. ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს მიმართა, QR კოდით ე.წ. აცრის სერთიფიკატი ადგილზე გადაამოწმონ.

„თქვენგან მაქვს ინფორმაცია, რომ ცალკეულ შემთხვევაში ვერ მოხდა წაკითხვა. ჩვეულებრივად, ვინც იღებს QR კოდით აცრის სერთიფიკატს, ვთხოვ, რომ გადაამოწმონ ადგილზე, ეს ტელეფონის შესაბამისი ფოტო განათებითაც ხდება. რაც მინახავს, ყველგან იკითხება. გარდა QR კოდისა, მოგეხსენებათ, აცრის სერთიფიკატზე დაბეჭდილია აცრის სტატუსი. ანუ, გარდა QR კოდისა, იქ არის მითითებული, რომ ესა და ეს ადამიანი ამა თუ იმ რიცხვში ორჯერადადაა აცრილი ამა და ამ ვაქცინით. თუ არის ასეთი შემთხვევა, უნდა გადავამოწმონოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ, რადგან საზღვარგარეთ, ზოგიერთ ქვეყანაში ქართული კოვიდ პასპორტის QR კოდი ვერ წაიკითხეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია