ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოდიან ინიციატივით, რომ ტაქსებში თამბაქოს მოწევა აიკრძალოს და ასევე, ავტომობილში თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ იქ ბავშვი ან მოზარდია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოდიან ინიციატივით, რომ ტაქსებში თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ინიციატივის თანახმად, ავტომობილში თამბაქოს მოწევა ასევე უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ იქ ბავშვი ან მოზარდი ზის.

„დიდი დისკუსია დაიწყო, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოდის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში მოწევა. როცა კანონი მიიღეს 2017 წელს, მაშინ დაიშვა ტაქსებში მოწევის გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი და არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის კვამლი, რომელი თამბაქოს გამონაბოლქვით გროვდება, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ჩვენ ვართ იმის ინიციატორი, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როდესაც ტაქსებში ვსხდებით, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გვეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა? არ უნდა მოწიონ. მგზავრმაც არ უნდა მოწიოს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ევროპული კულტურის ნაწილი. ტაქსში რომ არ უნდა მოწიო, ეს სწორედ ევროპული კულტურის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ჩვენ ვკრძალავთ საკუთარ მანქანებში მოწევას. არა, საკუთარ მანქანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვის მანქანაში, თუ იქ ზის არასრუწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. ამიტომ, თუ იქ სხედან ბავშვები ან არასრულწლოვნები, არ შეიძლება მოწევა. დიახ, ჩვენ ამ წინადადებით შევდივართ. თუ თქვენ მარტო მგზავრობთ თქვენი მანქანით, იქ მოწევას არავინ დაგიშლით. რეკომენდაციაა, რომ სჯობს დახურულ სივრცეში არ მოწიონ, მაგრამ ამას კანონი არ აკრძალავს. თუმცა, გამოვდივართ ინიციატივით, კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი ან მოზარდი, არ იყოს თამბაქოს კვამლი და აკრძალული იყოს მოწევა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოდიან ინიციატივით, რომ ტაქსებში თამბაქოს მოწევა აიკრძალოს და ასევე, ავტომობილში თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ იქ ბავშვი ან მოზარდია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოდიან ინიციატივით, რომ ტაქსებში თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ინიციატივის თანახმად, ავტომობილში თამბაქოს მოწევა ასევე უნდა აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ იქ ბავშვი ან მოზარდი ზის.

„დიდი დისკუსია დაიწყო, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოდის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში მოწევა. როცა კანონი მიიღეს 2017 წელს, მაშინ დაიშვა ტაქსებში მოწევის გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი და არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის კვამლი, რომელი თამბაქოს გამონაბოლქვით გროვდება, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ჩვენ ვართ იმის ინიციატორი, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როდესაც ტაქსებში ვსხდებით, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გვეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა? არ უნდა მოწიონ. მგზავრმაც არ უნდა მოწიოს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ევროპული კულტურის ნაწილი. ტაქსში რომ არ უნდა მოწიო, ეს სწორედ ევროპული კულტურის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ჩვენ ვკრძალავთ საკუთარ მანქანებში მოწევას. არა, საკუთარ მანქანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვის მანქანაში, თუ იქ ზის არასრუწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. ამიტომ, თუ იქ სხედან ბავშვები ან არასრულწლოვნები, არ შეიძლება მოწევა. დიახ, ჩვენ ამ წინადადებით შევდივართ. თუ თქვენ მარტო მგზავრობთ თქვენი მანქანით, იქ მოწევას არავინ დაგიშლით. რეკომენდაციაა, რომ სჯობს დახურულ სივრცეში არ მოწიონ, მაგრამ ამას კანონი არ აკრძალავს. თუმცა, გამოვდივართ ინიციატივით, კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი ან მოზარდი, არ იყოს თამბაქოს კვამლი და აკრძალული იყოს მოწევა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია