ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება არ იგეგმება, ხოლო თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრენსიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს, საჭიროა არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია. ამასთან, გამყრელიძემ შეზღუდვებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დანის პირზე დავდივართ“.

„შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი და რეკომენდაციები თუ შეზღუდვები, რაც არსებობს. ეს რეკომენდაციებია: პირბადის ტარება - მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას გვეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც. შიდა სივრცეებში კი აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია - თავი ავარიდოთ თავშეყრას“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ სემინარებზე, კონფერენციებსა და მსგავს შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები იყვნენ დაშვებული.

„ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო საბჭოზე და ამას კიდევ გავაჟღერებთ - იმართება კონფერენციები, სემინარები და ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება სხვა ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების. სემინარებზე უნდა ატარონ პირბადე, დისტანცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები. თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე”,- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები? - ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა