ადვოკატის განცხადებით, გორში, ავტომანქანის დაწვის ფაქტზე დაკავებულმა საკრებულოს წევრმა საკუთარი ავტომობილის დაწვა სცადა, გამოძიება კი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

გორში, ავტომობილის დაწვის ფაქტზე დაკავებული კახა ბურჯანაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საკუთარი ავტომობილის დაწვა სცადა, სსკ-ის 187-ე მუხლი კი, რითაც გამოძიება მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული კახა ბურჯანაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

ბურჯანაძის ინტერესებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავს.

„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას. როგორც კახა ბურჯანაძე აცხადებს, მან სცადა საკუთარი ავტომობილის დაწვა. ვფიქობთ, რომ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. როდესაც მოხდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენა, შემდეგ გახდება ჩემთვის ცნობილი საქმის მასალები და ის, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ედავება გამოძიება. აღნიშნული ავტომობილი არის სოფელს სკრაში მცხოვრები ვინმე მარი კაკაშვილის მართვის ქვეშ, თუმცა საკუთრება და შეძენილი არის კახა ბურჯანაძის მიერ და იგი ამიტომ ამბობს, რომ სცადა საკუთარი ავტომანქანის დაწვა“, - აცხადებს თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა1970 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო