ახალგაზრდობის სააგენტომ „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების მისაღებად ღია კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების მისაღებად ღია კონკურსი გამოაცხადა. წევრობის მსურველთათვის ღია კონკურსი 2021 წლის 7 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტო, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას ქმნის და სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ საკვანძო საკითხად „მონაწილეობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკას“ (Meaningful Youth Participation) გამოყოფს.

„ვინაიდან ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები სფეროს ის უმთავრესი ნაწილი არიან, რომელთა მონაწილეობის გარეშე სფეროს ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩია გეზი, რომ მისი გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი.

ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკა გულისხმობს ახალგაზრდების ჩართვას როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. ნამდვილი მონაწილეობა (meaningful) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან ისეთი ფორმით, რომ გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებებზე.

აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად, სააგენტოს ინიციატივით, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება, რომელიც ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს უშუალოდ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ კონცეფცია, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ევროპის საბჭოს Advisory Council on Youth მოდელით შეიქმნა. „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი და წარმომადგენლობითი, მიზნად ისახავს უშუალოდ და მხოლოდ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებას.

საბჭოს დანიშნულებაა კონსულტაცია გაუწიოს ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით) მოქმედ ახალგაზრდულ ან/და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელ, 14-29 წლის ახალგაზრდას, რომელიც ფლობს ქართულ ენას, ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდებთან დაკავშირებულ პროცესებზე და სურს ჩაერთოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის შესახებ ინფორმია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3e243c2

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა