გიორგი კანაშვილი - მოახლოებულ არჩევნებში „შუა“ კიდევ ერთხელ გაიკრიფება, ე.წ. შუას გაკრეფაში გახარია  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მაშ შემდეგ, რაც 5-6 ივლისის მძიმე დღეებზე ვნებათაღელვა მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ცხადი გახდა, რომ მომხდარზე ხელისუფლებას და ოპოზიციას მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიციები.

ხელისუფლების პოზიცია ასეთია - მომხდარი არც ხელისუფლების და არც საპატრიარქოს ინტერესებში არ შედიოდა. არ გვეგონა, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფები ჟურნალისტებზე მიიტანდნენ იერიშს.

ოპოზიციის პოზიცია კი ასეთ გამოიყურება - ხელისუფლება და საპატრიარქო 5-6 ივლისს ერთობლივად მოქმედებდნენ. პოლიციას შეეძლო პროცესების მართვა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთა. არჩევნების წინ მედიის დემონსტრაციული დასჯა იყო სპეცოპერაცია ყველა პოლიტიკური ძალების დასაშინებლად და გასაფრთხილებლად.

სხვა საკითხია, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მხარეების არგუმენტები და ლოგიკა. მაგრამ, ფაქტია რომ იმ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. ამ თემებზე თქვენთვის რომელი პასუხგაუცემელი კითხვებია დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური?

- ზოგადად არ ვიზიარებ საქართველოს უსაფრთხოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ყოვლისშემძლეობის იდეას, თუმცა მათზე არც მთლად ასეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს - მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესწევს უნარი რუსთაველის გამზირი გააკონტროლოს.

კი, ამ ხელისუფლებას, სხვათა შორის იმ კაცის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა ოპოზიციაში წავიდა, ვგულისხმობ ბატონ გახარიას, აქვს ჩატარებული სრულიად კატასტროფული სპეც.ოპერაციები - პანკისში და 20 ივნისს.

მიუხედავად ამისა, მგონი ყველას ესმის, მათ შორის “ქართული ოცნების” ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებამ ის ძალადობრივი ჯგუფები უფრო არ გააჩერა, ვიდრე ვერ გააჩერა.

მგონი ყველას ესმის, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებამ ის ძალადობრივი ჯგუფები უფრო არ გააჩერა, ვიდრე ვერ გააჩერა

“ქართული ოცნების” ვერსია დამაჯერებელი იქნებოდა, ამგვარ პროცესებს პირველად, რომ ჰქონოდა ადგილი. თუმცა, პოტენციურ მოძალადეთა ჯგუფი, დარწმუნებული ვარ, იმავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკმაოდ კარგად აქვთ შესწავლილი და ყველას დოსიე შესაბამის თაროზე იქნება შემოდებული - ლიდერებიან, რიგითებიანად. ამიტომ, უშუალოდ ამ ნაწილში მე კითხვები არ მაქვს.

გარკვეული თვალსაზრისით მე კითხვა უფრო ოპოზოციასთან და სამოქალაქო სექტორთან მაქვს - ამდენი ხანია, ეს ხალხი, მათ წინააღმდეგ გამოდიან/გამოჰყავთ, შემდეგ მშვიდობიანი მიტინგის სამარცხვინო განრიდების ფაზა იწყება და ხელისუფლება გამოდის მშვიდობისმყოფელი.

ხომ არაა დრო, რომ ამ სცენარს ოპოზიციამ საკუთარი სცენარი დაუპირისპიროს? მოიფიქრონ, როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში, როდესაც იგივე სპექტაკლი განვითარდება?

- პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელი თანხმდება, რომ 5-6 ივლისის მოვლენებს მრავალი განზომილება აქვს. ვიდრე მათგან რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, აქტუალური საკითხია რამდენად პრინციპული აღმოჩნდება ხელისუფლება ძალადობებში მონაწილე მოქალაქეების დასჯაში.

ჟურნალისტებზე მოძალადეების ნაწილი დაკავებულია, დაწყებულია სასამართლო მოსმენებიც. არა გამორიცხული ბევრი სამაგალითოდ დაისაჯოს. მაგრამ მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება, როგორც პრემიერმა ბრძანა - ყველა მოძალადეებს დასჯის?

- ძალიან მეეჭვება, რომ ყველა მოძალადე დაისჯება, მითუმეტეს მეეჭვება, რომ მკაცრად დაისჯება.ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშკარაა ამ მოძალადე ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული „ინტიმური“ სიახლოვე, შესაბამისად უცნაური იქნება ველოდოთ რაიმე ტიპის სიმკაცრეს.

ძალიან მეეჭვება, რომ ყველა მოძალადე დაისჯება, მითუმეტეს მეეჭვება, რომ მკაცრად დაისჯება

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გადამეტებული სიმკაცრე არც ზოგადადაა „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი. ხშირად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ საკუთარი პარტნიორების მიმართ, არამედ მოწინააღმდეგეების მიმართაც კი არ არის გადამეტებულად მკაცრი.

შედარებითი სირბილე, გარკვეული თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ ხელწერადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ.

- საგამოძიებო ორგანოები იპოვიან თუ არა იმ მოქალაქეებს, ვინც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოგლიჯა და დაისჯებიან თუ არა ისინი?

- ევროკავშირის დროშის დაწვა, პირველ რიგში სიმბოლური აქტია. აქვს ამ ამბავს პოლიტიკური განზომილება.

შესაბამისად, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომლებმაც ევროკავშირის დროშა შეურაცყვეს, დააკავებენ. თუმცა, სასჯელი სიმბოლური იქნება.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომლებმაც ევროკავშირის დროშა შეურაცხყვეს, დააკავებენ. თუმცა, სასჯელი სიმბოლური იქნება

- ამ მოვლენების ფონზე 5-6 ივლისის თემებით ოპოზიცია აგრძელებს აქტიურობას. ყველა თავისებურად რეაგირებს მომხდარზე. მათი განცხადებებიცა და აქტიურობაც განსხვავებულია.

როგორ შეაფასებდით 5-6 ივლისის შემდეგ ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებსა და აქტიურობას?

- გეთანხმებით, ყველა თავისებურად რეაგირებდა, თუმცა ყველა იქცეოდა შაბლონურად. ანუ ოპოზიციის, და არა მხოლოდ ამ საკითხში, ყველა შემდეგი ნაბიჯი წაკითხვადია.

გულწრფელად მიკვირს, თუ როგორ ყლაპავს ოპოზიცია ყველა იმ სატყუარას, რომელიც კი ხელისუფლების მხრიდან იქნა გადმოგდებული. წინა არჩევნების წინ ეს იყო გარეჯის საკითხი, სადაც ფაქტიურად ხელისუფლება გამოდგა საქართველოს მიწების დამცველი, ხოლო ოპოზიცია ტერიტორიების გადამცემი მეზობლებზე. ახლა, ხელისუფლება აღმოჩნდა ე.წ. ქართული ღირებულებების დამცველი, ხოლო ოპოზიცია პრაიდის მხარდამჭერი.

გულწრფელად მიკვირს, თუ როგორ ყლაპავს ოპოზიცია ყველა იმ სატყუარას, რომელიც კი ხელისუფლების მხრიდან იქნა გადმოგდებული. წინა არჩევნების წინ ეს იყო გარეჯის საკითხი, სადაც ფაქტიურად ხელისუფლება გამოდგა საქართველოს მიწების დამცველი, ხოლო ოპოზიცია ტერიტორიების გადამცემი მეზობლებზე. ახლა, ხელისუფლება აღმოჩნდა ე.წ. ქართული ღირებულებების დამცველი, ხოლო ოპოზიცია პრაიდის მხარდამჭერი

ოპოზიციურ ძალებს, თუ უნდათ, რომ მომდევნო არჩევნებზე სრული კატასტროფა არ განიცადონ, მართებთ ამ საკითხებზე დაფიქრება.

ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ სენსიტიურ საკითხებს, საკმაოდ წარმატებულად, სათავისოდ იყენებს. ეს უკვე ერთგვარ სტრატეგიად აქცია „ოცნების“ ხელისუფლებამ, ეს აღარაა ცალკეული ეპიზოდები. შესაბამისად. ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს თუ რა უნდა დაუპირისპიროს ამ სტრატეგიას. ფაქტია, რომ ოპოზიციის არსებული მიდგომები, საჭიროებს გადახედვას.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ 5-6 ივლისის მოვლენები არჩევნებს უკავშირდებოდა.

რადგან ეს მოსაზრება ყველაზე ადეკვატურ შეფასებად მიიჩნევა, ახლა ის დროა, კითხვა ასე დაისვას - პოლიტიკურად, წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით პრაიდის ირგვლივ დატრიალებული ამბების შედეგად ვინ მოიგო და ვინ წააგო?

- ცალსახა გამარჯვებულია გახარია, ასევე „ქართული ოცნება“ და ზურაბ ჯაფარიძე- გირჩი. შევეცდები ავხსნა, თუ რატომ.

არც გახარია და არც მისი პარტიის წევრები, ძალადობის დამგმობელ აქციაზე არ იმყოფებოდნენ. ამასთანავე ხაზი გაუსვეს, რომ ამგვარ სიველურეს და „პოგრომებს“ ისინი ეფექტიანად აღკვეთდნენ - ეს არის ის გზავნილი, რომელიც მის პოტენციურ ამომრჩეველს უნდოდა გაეგო.

ანუ, მათ ვისაც რაფინირებულობაზე, ევროპელობაზე და ა.შ. აქვთ პრეტენზია, თუმცა ამასთანავე გარკვეულ წილად კონსერვატორნიც არიან. სულ მცირე თბილისის ქუჩებში, პრაიდის ჩატარებისთვის მზად არ არიან.

5-6 ივლისის მოვლენებით „ოცნებამაც“ მოიგო რადგან, წარმატებით შექმნა ოპოზიციისგან პრაიდის მხარდამჭერთა სახე. გასაგებია, რომ გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიიღო დასავლელი პარტნიორების თვალში და ქართული საზოგადოების ნაწილში, თუმცა მონაგარი მეტია, ვიდრე დაკარგული.

5-6 ივლისის მოვლენებით „ოცნებამაც“ მოიგო რადგან, წარმატებით შექმნა ოპოზიციისგან პრაიდის მხარდამჭერთა სახე. გასაგებია, რომ გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიიღო დასავლელი პარტნიორების თვალში და ქართული საზოგადოების ნაწილში, თუმცა მონაგარი მეტია, ვიდრე დაკარგული

ფაქტიურად, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილსა და პრაიდს შორის, ტოლობის ნიშნის მაგვარი ნიშანი გაჩნდა. რაც სინამდვილეში, საკმაოდ შორსაა რეალობისგან.

ზურაბ გირჩი - ჯაფარიძე აშკარად ასევე ერთ-ერთი მოგებულთაგანია. მან ფაქტიურად დაანონსა მეორე დღეს აქცია, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა თანმიმდევრული, გულწრფელი ლიდერის იმიჯი.

შემდეგ უკვე გადავდივართ აშკარა წაგებულებზე, ანუ მათზე ვინც პრაიდთან ასოცირდა და ჩემი აზრით, ხმები გახარიას სასარგებლოდ დაკარგეს. ესენი არიან - „ლელო,“ „სტრატეგია აღმაშენებელი,“ შესაძლოა, ელისაშვილიც, მეორე „გირჩი“ - ერთი სიტყვით თითქმის ყველა ვინც შუაშია.

ამ პარტიების პოზიცია, ხშირად, გაუგებარია - ერთი მხრივ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. თუმცა, ვერ ხედავან საპატრიარქოს მონაწილეობას. ძალიან სიმპტომატიური ამბავია - იმის შიშით, რომ ხმები არ დაკარგონ კიდევ უფრო მეტ ხმებს კარგავენ. მათ აკლიათ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გულწრფელობა. რომელსაც, სხვათა შორის, სულ უფრო მეტი ფასი ედება.

წაგებულთა რიგებშია ბატონი ვასაძეც, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, გადამწყვეტ მომენტებში გულატკიებულ ლიდერებს სერიოზულად არავინ განიხილავს, და პარტიებს თუ გავცდებით, რა თქმა უნდა წაგებულია საპატრიარქო - ასე, თუ გაგრძელდა, 5-10 წელიწადში, საპატრიარქოს მრევლი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ფაქტია, რომ ბოლო წლებია, საპატრიარქოს წიაღიდან არაფერი კარგი ჩვენ არ გაგვიგია - იყო ციანიდის საქმე, ხმები სხვადასხვა ფრაქციათა დაპისირსპირების შესახებ, ხმები ძალადობაზე და აქციაზე, მოძალადე ჯგუფების გვერდით მგომი, სასულიერო პირები...

5-6 ივლისის მოვლენებით არაფერი წაუგია და არც მოუგია - „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს.“ „ნაციონალური“ პოზიცია, მოდით პირდაპირ ვთქვათ, პროცესებს განუდგა - იგი არ იყო არც ავანგარდში, არც იერარგარდში. საერთოდ არ იყო. „ევროპული საქართველო“ კი იყო - არიერგარდში. მისგან, სულ მცირე იმისგან რაც „ევროპული საქართველოსგან“ დარჩა, ზუსტად ამას ელიან.

5-6 ივლისის მოვლენებით არაფერი წაუგია და არც მოუგია - „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს.“ „ნაციონალური“ პოზიცია, მოდით პირდაპირ ვთქვათ, პროცესებს განუდგა - იგი არ იყო არც ავანგარდში, არც იერარგარდში ,ევროპული საქართველო“ კი იყო - არიერგარდში. მისგან, სულ მცირე იმისგან რაც „ევროპული საქართველოსგან“ დარჩა, ზუსტად ამას ელიან

ამ არჩევნებზე შუა კიდევ ერთხელ გაიკრიფება. ერთიც უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ამ ამბით ალბათ ყველაზე მეტად მაინც გახარიამ იხეირა და ზოგადად გახარია, ე.წ. შუას გაკრეფაში მოახლოებულ არჩევნებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

კი, იგი წაართმევს ხმებს „ოცნებას“, თუმცა ეს იქნებიან ადამიანები, რომლებიც ისედაც აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს და შეიძლება ამ არჩევნებზე საერთოდაც არ მიეცათ „ოცნებისთვის“ ხმა. ამასთანავე, იგი წაართმევს ხმებს იმავე „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვებს.

- ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დასრულდა, მაგრამ ამ პროცესის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკულია. ბევრი თვლის, - რისკები, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის გამო ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია.

თქვენს თვლით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის გამო პოლიტიკური პროცესი არჩევნების წინ ისევ ჩიხში შევიდეს?

- არა მგონია, რომ ამის გამო ისევ კრიზისი დადგეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაახლოებით ამგვარ შედეგს ელოდა. ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარეს არ დაუთმობდა.

ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარეს არ დაუთმობდა

- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა.

დაინტერსებულმა საზოგადოებამ ყურადღებით მიადევნა თვალი ამ პროცესს. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტემენტის თხოვნის მიუხედავად მმართველმა გუნდმა ეს პროცესი არ შეაჩერა და თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მოსამართლეების მოსმენებმა?

- ფრიად სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ არ, ანდა ნაწილობრივ ითვალისწინებს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს. თუმცა, თუ პირდაპირ ვიტყვით, რატომ იქცევიან ასე, პასუხი მარტივია - იქცევიან ისე და საბანს ქაჩავენ თავისკენ იმდენად, რამდენადაც გასდით. ეგაა და ეგ.

ოპოზიცია შიგნით საკმაოდ სუსტი და ფრაგმენტირებულია ამ ეტაპზე. გარედან წნეხიც, არაა სულ მთლად ძლიერი. ამიტომ, „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, როგორც იქცევა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა