გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 71 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა, წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა, შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე ათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს