გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს შეხვდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, 28 ჰექტარი მიწის ფათობი აუქციონზე გასასხვისებლად იყო გატანილი. აუქციონი ჩაიშალა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწების გასხვისების საშიშროება რეალურად კვლავ დგას. პროტესტის მონაწილეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. ვაშაძის თქმით, ის საპარლამენტო ტრიბუნას მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ამ ადამიანების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდეს.

"ალბათ ვიღაცამ თვალი დაადგა ამ არაჩვეულებრივ ტერიტორიას, რომელსაც ფაქტობრივად ეს 150 ოჯახი ფლობს, თუმცა არ უკანონდებათ. მე მათ შევთავაზე, რომ სექტემბერში როგორც კი პარლამენტი განაახლებს მუშაობას, მაქსიმალურად გამოვიყენებთ საპარლამენტო მექანიზმს. გარდა ამისა, შევთავაზეთ, რომ 15-20 სექტემბრიდან თუ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები და განაახლეს პროტესტი, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ასევე ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ თუ სურვილი აქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" პლატფორმა გამოიყენონ და თვითონ გავიდნენ საკრებულოში და ჩვენთან ერთად იბრძოლონ ადგილობრივების პრობლემების მოსაგვარებლად" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს