მეუფე გრიგოლი - იმედი მაქვს, კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტიანობის საპირისპიროდ, შესაძლოა, იქცეოდა ცუდად

ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება , თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში ალბათ მოვიკოჭლებთ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს მეტი თავშეკავებაა საჭირო.

"ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება , თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში, ალბათ მოვიკოჭლებთ, მაგრამ მეტი თავშეკავებაა საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, რაც მერე სანანებლად გაგვიხდება, რადგან ეს მოვლენები რაც ჩვენ ვიხილეთ, არამგონია ვინმეს მოსწონდეს, მითუმეტეს ადამიანი როცა რაღაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ჟურნალისტები გასაგებია ყოველთვის ვერ არიან ობიექტურები. ყველა მედია საშუალებას თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ტენდენციურობასაც კი ვხედავთ, ალბათ ეს გარკვეულწილად იმაზეც დაგვაფიქრებს, რომ ყველამ დახვეწოს თავისი პროფესიული საქმიანობა, თუმცა ახლა ოპერატორი როცა იღებს, მე ვერ ვხვდები მისი ბრალის ბრალეულობას. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ჩავაბნელოთ ქვეყანა და და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველი, კითხვაზე, დადგება თუ არა იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობა, ვინც იმყოფებოდა 5-6 ივლისს აქციაზე და ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და იყვნენ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში დაბარებული, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად ინება გამოკვლეული.

"მე არ ვიცი იყვნენ თუ არა დაბარებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი , ვინც ქრისტიანობის საპირისპიროდ შესაძლოა იქცეოდა ცუდად”, - აღნიშნა მეუფემ .

მეუფე გრიგოლმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქთან გაგზავნილი წერილის თაობაზე:

"თუ ჩვენი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ვიცით რა პასუხი იქნება. უბრალოდ პასუხი არ იქნება”, - აღნიშნა მეუფემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო