საია-ს თავმჯდომარე - მზად ვართ, გავაგრძელოთ ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესების დაცვა - აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დროულად და ეფექტურად ჩატარდეს.

მისი თქმით, საია 5 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მის ინტერესებს იცავდა და გარდაცვალების შემდეგ, კვლავაც გააგრძელებს ოჯახის ინტერესების დაცვას.

"ლექსოს ჩვენ ვიცავდით საქმეში, რომელიც შეეხებოდა მის მიმართ ძალადობის ფაქტებს. ლექსოს ინტერესი იყო, რომ ეს საქმე ბოლომდე მისულიყო. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მისი ოჯახის ინტერესების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პასუხი გაეცეს კითხვას, გამოიწვია თუ არა მის მიმართ ჩადენილმა ძალადობრივმა ფაქტებმა ის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს. რამ გამოიწვია გარდაცვალება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენ მივიღებთ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს, ამოიწუროს. პირები, რომლებსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეთ ამ ყველაფერში, უნდა დაისაჯონ. ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მის მიმართ ჩადენილმა ძალადობამ გამოიწვია ეს შედეგი, ეს კითხვა აქტუალურია და ჩვენც გვაქვს. თუ ეს ნამდვილად ასეა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს. ყველა მოძალადე პირი უნდა დაისაჯოს, შსს-ს ყველა არ დაუკავებია, ვინც მასზე ძალადობდა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. აუცილებელია, რომ ისინი დროულად დააკავონ", - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ძალადობის ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა.

"მოლოდინებზე საუბარი ამ ეტაპისთვის გამიჭირდება, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან სამწუხარო უმოქმედობა შსს-ს. პოლიციაც კი უსუსური იყო ამ ყველაფრის მიმართ და ვერაფერს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად გვაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლების მოქმედებები ეფექტური იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება იყოს დროული და ეფექტური",- განაცხადა სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა