რუსთავში მედიის წარმომადგენლებმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გამართეს

რუსთავში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.აქციის მონაწილეებმა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმეს, დღეს გარდაცვლილი "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრეს. აქციის მონაწილეებმა ასევე 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მდუმარე აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

























