აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. ოპოზიციის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის შენობაზე და ასევე, გზის სავალ ნაწილზე წარწერებს აკეთებდნენ - „მკვლელი ხელისუფლება“, რასაც დაპირისპირება მოყვა.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე და ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც 5 ივლისს ვერ დაიცვეს ჟურნალისტები, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ. ისინი პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებენ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს