სხვადასხვა მედიასაშუალების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გორში მდუმარე აქცია გამართეს

გორის ცენტრში, სხვადასხვა მედიასაშუალების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
შეკრებილებმა აქციით „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო ლექსო ლაშქარავას ოჯახის და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოხატეს და ამავდროულად, 5 ივლისს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს, ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

























