„გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი“ - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„გადადგეს მკვლელების მფარველი ღარიბაშვილი“ - ამ მოწოდებით ქუთაისის მთავარ მოედანზე ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან. მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ქვეყანაში მედია ხელშეუხებელი უნდა იყოს.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს