ბადრი ჯაფარიძე - გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის ის, რომ დავითხოვოთ მთავრობა, ამავდროულად შევქმნათ გარდამავალი მთავრობა კონსენსუსის საფუძველზე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობა უნდა დაითხოვოს და გარდამავალი მთავრობა დაამტკიცოს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სხვა შემთხვევაში ქვეყანაში უკონტროლო პროცესები იქნება.

„ჩვენ ვნახეთ დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, თავს დაესხნენ გიორგი ვაშაძეს, რომელიც მოითხოვდა საგანგებო სესიის ჩატარებას. ის, რომ მოხდა პიკეტირება სპიკერის ადგილის, ეს საპარლამენტო ცხოვრებაში პიკეტირების მიღებული ფორმაა, რომელსაც მიმართავენ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც. პიკეტირება იძლევა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“ - გარდა მთავრობის უნდობლობის საკითხისა, სხვა თემები არ უნდა განვიხილოთ. გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის ის, რომ დავითხოვოთ მთავრობა, ამავდროულად შევქმნათ გარდამავალი მთავრობა კონსენსუსის საფუძველზე, რომ შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება, გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება, სამწუხაროდ, უკონტროლო პროცესები, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა წინ ააღვუდგეთ ასეთი უკონტროლო პროცესების განვითარებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გუშინდელი აქციაზე იყო „კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები”, ჯაფარიძე ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირებისგან ადამიანებისგან ანტიქრისტიანობაზე საუბარი ფარისევლობაა.

„ანტიქრისტიანული არის ძალადობა უსუსურ ადამიანებზე, მათი ფეხქვეშ გაგდება და შეურაცხყოფა. ეს არის ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და ეს არ აღკვეთეს, მათი მხრიდან ქრისტიანობაზე ლაპარაკი არის ფარისევლობა. მათ, ვისაც ევალებოდათ და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ