ლევან იოსელიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეულმა კანდიდატებმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს

„მოქალაქეების“ დეპუტატის, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეულმა კანდიდატებმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ხოლო ისინი, რომელთა შესახებ კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, ძირითადად არ იმსახურებენ მხარდაჭერას. აღნიშნულის შესახებ იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე კანდიდატურებისთვის კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.

„არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთი კვირა ვესწრებოდი ამ განხილვებს და ჩემი აზრით, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ორ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ეკა ზარნაძეს და ქეთევან მესხიშვილს. ზოგადად მიმაჩნდა, რომ ეს პროცესი არ იყო საერთოდ განსახილველი და არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ პარლამენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება და მოუსმინა ამ კანდიდატებს. ამ მოსამართლეებში არიან ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ მხარდაჭერას, რადგან მათ სახელებთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული გადაწყვეტილებები და ამის შესახებ აღნიშნულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა, რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ქეთევან მესხიშვილის, ეკა ზარნაძის და გიორგი შავლიაშვილის კანდიდატურები ჩააგდეს. პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ევროპელი სოციალისტები“ ესწრებოდნენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ