„ენერგო-პრო ჯორჯია“- ს აბონენტებს სოფელ ძეგვში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში.
ამის შესახებ ინფორმაციას, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























