თორნიკე რიჟვაძე და კელი დეგნანი „ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“  ანგარიშს დაესწრნენ

ბათუმში საქართველოს „ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წლის ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

,,მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი რეგიონისთვის, ამ ქალაქისთვის. პანდემიის მიუხედავად, მთელი 2 წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და კერძო სექტორი განსაკუთრებით ემზადებოდა ტურისტების მიღებისთვის. ჩვენ ერთიანი, კოლექტიური ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ის ნეგატიური ეფექტი და ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა. ალიანსი ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 29 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ალიანსი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

მათი ინფორმაციით, ალიანსი უკვე აქტიურად არის ჩართული და USAID- თან ერთად ტურიზმის ახალ კანონპროექტზე მუშაობს. ტურიზმის კანონი განახლებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია რომ მასში ასახული იყოს ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პასუხობდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა