პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტის მიერ თითოეულ ხელმომწერთან კომუნიკაციით შემოწმდა და დადასტურდა პარლამენტის 91 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა.

შესაბამისად კომიტეტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში 9 წევრი იქნება. კომისიის თავმჯდომარედ რეკომენდებულია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, კომისიის მდივნად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ლევან იოსელიანი.

კომისიის წევრები იქნებიან: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" თავმჯდომარე, პაატა მანჯგალაძე - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი და პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა