შსს-ს განცხადებას, ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეები შეძახილებით - “მკვლელებო“, „სირცხვილია“ შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა ჭელიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

შეკრებილები სკანდირებდნენ - "მკვლელებო" და "სირცხვილია".

ამასთან, ჭელიძის ბრიფინგის მიმდინარეობისას აქციაზე მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ტრანსლაციის გათიშვა მოითხოვეს.

ისინი ამბობდნენ, რომ შსს-ს ბრიფინგის მოსმენა აღარ უნდოდათ, რადგან უწყების ვერსიის არ სჯერათ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ