აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას 4 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ოთხი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, დაკავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩუკი ჩხეიძე და მისი შვილი თემურ ჩხეიძე, ასევე, მოძრაობის – „შენთან ერთად“ წევრი ირაკლი ძიძიგური.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებულების ნაწილი ქობულეთში არიან გადაყვანილი.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლები წითელი საღებავებით შეღებეს, შეძახილებით: „მკვლელებო წადით!“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა