ამბროლაურში პროფესიული სასწავლებელი ''ერქვანი'' შენდება

ამბროლაურში პროფესიული სასწავლებელი ''ერქვანი'' შენდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, სასწავლო და საცხოვრებელ ოთახებს.

მისივე თქმით, 200 სტუდენტზე გათვლილ კოლეჯში, თავდაპირველად შესაძლებელი იქნება ბუღალტერიის, ელექტროობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, თაბაშირ/მუყაოს კონსტრუქციის, იატაკისა და ფილის სამუშაოების შესწავლა.

,,აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში პროფესიული განათლების მხარდასაჭერად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას'', -აცხადებს გოჩა ენუქიძე.

პროექტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 1 188 136 ლარს შეადგენს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს