დიეგო კოლასი - შსს-ში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო

ჩვენ დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, დიპლომატებმა მთავრობას ყველა მოქალაქის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

„განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა“, - აცხადებს ელჩი.

იხილეთ ვიდეო: დიეგო კოლასი - შსს-ში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს