ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაზიანება ფეხის არეში აღნიშნება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად მიკროავტობუსს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა, შემდეგ კი მსუბუქ ავტომობილზე გავრცელდა.

მათივე თქმით, შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ორი პირი იმყოფებოდა, რომლებმაც გადმოსვლა მოახერხეს. ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს