აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, დაკავებისას სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს და დაკავების მიზეზი მათ არ განუმარტეს.

დაკავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძეც იყო.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლები წითელი საღებავებით შეღებეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა