„ლელო“ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე მათი პარტიის წევრის, თაზო დათუნაშვილის დაკავებას ეხმაურება

„ლელო საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე მათი პარტიის წევრის, თაზო დათუნაშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესსნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, დათუნაშვილის პროცესი ამ დრომდე არ დანიშნულა.

„სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე გუშინ, სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს. დაკავებულთა შორის „ლელოს" ერთ-ერთი წევრი, თაზო დათუნაშვილია, რომელსაც 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრების თქმით, არ არსებობს კანონიერი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ გამოუშვეს ხელწერილით თაზო დათუნაშვილი, მისი დატოვება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. უკანონობასთან ერთად, „ქართული ოცნება“ ცდილობს მიმართოს ერთგვარ დასჯის მცდელობას, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ ქმედებით დააშინოს ისინი.

რამდენიმე თვის წინ შეცვლილი კანონმდებლოს მიხედვით, 24 საათის ნაცვლად სამართალდამცავებს უფლება აქვთ 48 საათის განმავლობაში გააჩერონ დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში. სამოქალაქო აქტივისტებმა აღნიშნული კანონმდებლობა შეაფასეს, როგორც მათი დევნის ინსტიტუტი”, - ნათქვამია „ლელოს“ ინფორმაციაში.

პარტიის იურისტის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, დათუნაშვილის დაკავებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

„დაკავებულია თაზო დათუნაშვილი, მას პოლიციელის კანონისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავების დროს გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ იყო. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ მეძლეოდა მასთან შესვლის საშუალება და რაც მთავარია, არავითარი აუცილებლობა არ იყო, რომ ის აქ გადმოეყვანათ გუშინ ღამე და მთელი ღამე აქ გაეტარებინა.

უკანონობასთან ერთად არის ერთგვარი დასჯის მცდელობა სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ. უნდათ, რომ დააშინონ, მაგრამ ასეთი მოქმედებებით ვერავის ვერ დააშინებენ ისინი", - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ