„ლექსოსთვის", „დაისაჯოს ყველა დამნაშავე" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

„ლექსოსთვის", „დაისაჯოს ყველა დამნაშავე" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

„ლექსოსთვის", „დაისაჯოს ყველა დამნაშავე" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს.

მედია საშუალებების წარმომადგენლები სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს.

ჟურნალისტების თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.