„ჰელსიკორში“ აორტის 10 სმ-იანი ანევრიზმის ამოკვეთის ოპერაცია ჩატარდა

63 წლის პაციენტს, რომელსაც კარდიოლოგთან გეგმიური კონსულტაციის დროს აღმავალი აორტის დიდი ზომის ანევრიზმა აღმოჩნდა, ოპერაცია „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან აროშიძის ხელმძღვანელობით ჩაუტარდა. აღმოჩენილი ანევრიზმა დიამეტრით 10 სმ იყო და მის ამოსაკვეთად აღმავალი აორტისა და აორტის რკალის ნაწილის გამოცვლა გახდა საჭირო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტმა 1 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაყო, 6 დღე - პალატაში, შემდეგ კი ბინაზე გაეწერა და თავს კარგად გრძნობს.

ლევან აროშიძის განმარტებით, მსგავსი ზომის გაურთულებელი ანევრიზმა იშვიათად გვხდება, რადგან პაციენტები, რომლებსაც გიგანტური ზომის ანევრიზმა აქვთ, როგორც წესი, სიცოცხლეს ლეტალურად დიაგნოზის დასმამდე ასრულებენ.

„ამ შემთხვევის განსაკუთრებულობა თავად პათოლოგიაშია. ზოგადად, ანევრიზმა მიდრეკილია გახეთქვის ან გაშრევებისკენ. შედეგად კი დაავადება სიკვდილით სრულდება ხოლმე მანამდე, ვიდრე თავად პაციენტები გაიგებენ, რომ ანევრიზმა აქვთ. აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში მისი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მოხდა. კლინიკაში შემოსული იყო ამბულატორიულად. ერთადერთი ჩივილი, რაც აწუხებდა, ინტენსიური ხველა იყო. კარდიოლოგთან კონსულტაციის დროს კი ექოსკოპიურად 10 სმ ზომის ანევრიზმა აღმოჩნდა. სწრაფად დაიგეგმა ოპერაცია და ახლა პაციენტი ჯანმრთელია,“ - განმარტავს ლევან აროშიძე.

მისივე განმარტებით, კლინიკა „ჰელსიკორში“ აორტისა და აორტის რკალის გამოცვლის ოპერაციები ხშირად და წარმატებით კეთდება. ზოგადად, კლინიკის კარდიქირურგიული დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყველა სახის ოპერაცია ტარდება, გარდა გულის გადანერგვისა, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ საერთოდ არ კეთდება. თავად ლევან აროშიძე კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გასულ წელს გახდა, მანამდე კი სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, „ჰელსიკორშიც“ კარდიოქირურგად მუშაობდა და ოპერაციებსაც ატარებდა. რა სერვისებს სთავაზობს „ჰელსიკორი“ კარდიოქირურგიულ პაციენტებს და როგორ უნდა მოვუაროთ გულს - ამ საკითხებზე თავად ლევან აროშიძე გვესაუბრება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე კლინიკაში საქმიანობდით. საბოლოოდ არჩევანი „ჰელსიკორზე“ რატომ შეაჩერეთ?

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ საქმიანობა დავიწყე გერმანიაში, სადაც 6 წელი ვიმუშავე. კარდიოქირურგიის პარალელურად, ინტენსიური მედიცინის დეპარტამენტშიც ვიყავი დასაქმებული. 6 წლის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. აქ ჩამოსულმა ბევრ კლინიკაში ვიმუშავე, ხშირად ვიცვლიდი სამუშაო ადგილს, ვიდრე 2015 წელს „ჰელსიკორის“ გუნდს არ შემოვუერთდი. პარალელურად, ვაკეთებდი ოპერაციებს ბათუმში, ქუთაისში, საჩხერეში. საჩხერის სამედიცინო ცენტრში გულის პირველი ოპერაცია მე ჩავატარე. რამდენიმე წლის შემდეგ, კარიერული ზრდისთვის „ჰელსიკორიდან“ წასვლაც გადავწყვიტე და 2 წელი სხვა კლინიკაში ვიმუშავე. გასულ წელს კი „ჰელსიკორში“ უკვე კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავბრუნდი. ჩამოვაყალიბე ჩემი გუნდი და ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს იმისთვის, რომ პაციენტებს მაღალი დონის მომსახურება შევთავაზო.

გერმანიაში 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავედი. საშობლოში დაბრუნება კი ყოველთვის ძალიან მინდოდა მიუხედავად იმისა, რომ იქ შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. ვთვლი, რომ დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო და ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მინანია. შესანიშნავ კლინიკაში ვმუშაობ, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ჩემს ხალხს ვემსახურები, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ.

საქართველოში კარდიოქირურგია რამდენად განვითარებულია?

თანამედროვე კარდიოქირურგიაში საქმიანობის სტანდარტი თითქმის ერთნაირია მთელ მსოფლიოში. ის საკმაოდ კარგად არის განვითარებული საქართველოშიც. კარდიოქირურგიის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი მისი მაღალი ღირებულებაა, რის გამოც ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ კარდიოქირურგიული სერვისებით ესარგებლა.

მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა მინი ინვაზიური კარდიოქირურგია. ამ დროს ოპერაციები მკერდის ძვლის გახერხვის გარეშე, გვერდიდად ნეკნთაშორისი სივრციდან კეთდება. მინი ინვაზიური ქირურგია ფართოდ ხელმისაწვდომია „ჰელსიკორშიც“, თუმცა მას შესაბამისი ჩვენება სჭირდება. ფაქტი, რომ კლინიაში მინი ინვაზიური ოპერაციები კეთდება, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩარევა ამ ტიპის უნდა იყოს.

კონკრეტულად რა კარდიოქირურგიულ სერვისებს სთავაზობს „ჰელსიკორი“ პაციენტებს?

ვაკეთებთ ნებისმიერ ოპერაციას, რაც კარდიოქირურგიაში არსებობს, გარდა გულის გადანერგვისა. კლინიკაში ხშირად ტარდება: შუნტირება როგორც მომუშავე, ისე გაჩერებულ გულზე, სარქველების შეკეთება და გამოცვლა, აღმავალ და დაღმავალ აორტაზე, ასევე აორტის რკალზე ოპერაციები. ხშირია კომბინირებული ოპერაციები როგორც ღია, ასე მინი ინვაზიური წესით. ვაკეთებთ გულის სიმსივნის ამოკვეთასაც, განმეორებითი ოპერაციები გულზე.

ზოგადად, კარდიოქირურგიაში წარმატების მისაღწევად მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, უმაღლესი დონის აპარატურაა საჭირო. ამ ორი კომპონენტის თანხვედრის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ყველაზე ხშირად რა იწვევს გულის პრობლემებს?

ცხოვრების წესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გულზე ნეგატიური გავლენა აქვს: მწეველობას, ფიზიკური აქტივობის არქონას, ცხიმიანი საკვების ხშირ მიღებას, არტერიული ჰიპერტენზია(მომატებული წნევა).

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გულის პრობლემებმა არ შეგვაწუხოს?

მთავარი არის დროული კონსულტაცია ექიმთან. გული ადამიანის დაბადებამდე იწყებს მუშაობას და თუ პატარა ნიშანი მაინც მოგცა, რომ პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება. დაგვიანებული მომართვიანობის გამო, ხშირად ქირურგიაში სასურველი შედეგის მიღება ვეღარ ხერხდება.

30-35 წელს ზემოთ აუცილებელია გეგმიური კონსულტაცია კარდიოლოგთან წელიწადში ერთხელ მაინც. შედარებით უფრო ასაკოვან პაციენტებში მუდმივად უნდა ხდებოდეს წნევის კონტროლი.

დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, ადვილად დაღლა, ქოშინი, უჰაერობა - ეს არის პირველი სიმპტომები, რომლის გამოვლენის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გულის ტკივილი კი უკვე ნიშნავს, რომ სისხლმომარაგებას აქვს პრობლემები და სერიოზული გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო