ქუთაისში, მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვედრას გეგმავდნენ, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება არ შედგა

ქუთაისში, მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვედრას გეგმავდნენ, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება დათქმულ დროს არ შედგა. მინისტრ რატი ბრეგაძესა და ქუთაისის მერს შორის მემორანდუმის ხელმოწერა გადაიდო.

მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე პროტესტი მაინც გამოხატეს.

“დღეს, ამ დარბაზში იუსტიციის მინისტრს ხელი უნდა მოეწერა მემორანდუმისთვის, თუმცა ალბათ, ის მიხვდა, რომ აქ ჟურნალისტები დისკომფორტს შეუქმნიდნენ. ამიტომ მინისტრის დღის წესრიგი შეიცვალა. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება, ჟურნალისტებს არათუ არ იცავს მოძალადე ჯგუფებისაგან, არამედ თავად წაახალისებს მათ. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მოხალადე ჯგუფები უნდა დაისაჯონ”, - განაცხადა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო