გორის მერია - ყიფიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყიფიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მისი მოწყობა მალე დასრულდება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 53 679 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 44 პროექტი ხორციელდება. ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2020 წლებში ჯამში 156 პროექტი განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა