წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება

იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა სულ მალე წყალტუბოს მოსახლეობასაც შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, იუსტიციის სახლის წყალტუბოს მშენებარე ფილიალი დღეს მომავალ თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება.

„მშენებარე ფილიალში უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული, საინჟინრო და გარე მოპირკეთების სამუშაოები. ამჟამად ფილიალის შიდა სამღებრო და იატაკების მოწყობის სამუშაოები სრულდება, რომლის მიმდინარეობასაც რატი ბრეგაძე გაეცნო. მინისტრს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული სამუშაოების შესახებაც.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდება. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძობენ საქმიანობას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობენ. თანამშრომელთა ნაწილს იუსტიციის მინისტრი დღეს პირადად შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

წყალტუბოს ისუტიციის სახლის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 2 505 000 ლარია და ის იმერეთის რეგიონში მეორე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 27-ე ფილიალი იქნება, რომელიც მოძველებულ, საბჭოთა პერიოდის, ინფრასტრუქტურას ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლებს.

წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება, რომელმაც ძველი ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი თანამედროვე და მოდერნისტული გადაწყვეტით წარადგინა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2 წლის განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ 6 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან