პაატა მანჯგალაძე - როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას - ამ წუთში 46 დეპუტატის თანხმობა გვაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ როგორც კი ოპოზიციაში 50 დეპუტატის თანხმობა იქნება მთავრობის უნდობლობის საკითხს დააინიცირებენ.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ დროისთვის 46 დეპუტატის თანხმობაა, დანარჩენებს კი მოსაფიქრებლად ვადა ხვალამდე აქვთ.

„გომელაურის მოსმენა ჩვენ უკვე დაინიცირებული გვაქვს. მისი დაბარება პარლამენტში „ლელოსთან“ ერთად თვითმმართველობის კომიტეტის ეგიდით მოხდება.

ასევე ჩვენ ინიციატორები ვიყავით უნდობლობის პროცედურის გამოცხადების, მაგრამ არ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს 50 კაცის შეგროვება. რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბებს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას. როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, მაშინვე დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, რაც არის კონსტიტუციური. 50 დეპუტატის მოგროვების პრობლემა თეორიულად არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ წუთში 50 ხელმოწერა არ გვაქვს. ამ წუთში არის 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ. ვადა აქვთ ხვალამდე აღებული და მოვლენებს არ დავასწრებ. მათი არგუმენტია, რომ მაინც ვერ გავიყვანთ ბოლომდე ამ საკითხს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე