თურქეთში “ინექს გრუპისა” და “ინტელიექსპრესის” ფილიალი გაიხსნა

სტამბოლში, საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდი კომპანია ინექს გრუპის და ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ერთობლივი ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალი აქსარაიში შემდეგ მისამართზე მდებარეობს: Istanbul, Fatih, Aksaray, Abdüllatif Paşa Sokak 15a. ფილიალის გახსნით ინექს გრუპი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირებას იწყებს. ხოლო ინტელიექსპრესი კი უკვე პირდაპირ, საკუთარი ფილიალის საშუალებით შესთავაზებს თურქეთში მყოფ ემიგრანტებს სერვისებს.

ინექს გრუპის მომხმარებლები თურქეთის მისამართის გამოყენებას შეძლებენ ამანათების ონლაინ გამოწერისთვისაც. ახალი ფილიალი ასევე მოემსახურება პერსონალურ ამანათებს, კარგო და კომერციულ ტვირთებს. ფილიალში მომხმარებლებს დახვდებათ გარანტირებული ფასები. ამანათების ტრანსპორტირება კი მოხდება სტაბილურად, კვირაში ერთი რეისით. საქართველოში ამანათების მიღებას მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ფილიალისა და საკურიერო მომსახურების საშუალებით შეძლებს.

რაც შეეხება ინტელიექსპრესს, იგი თურქეთში 2014 წლიდან ოპერირებს და პარტნიორთა ქსელის მეშვეობით 1000-ზე მეტი განაღდების წერტილით ქვეყნის მთელ ტერიტორიას ფარავს. ახალი ფილიალის მეშვეობით ინტელიექსპრესი მომხმარებლებს უკვე პირდაპირ შესთავაზებს საკუთარ მომსახურებას. ფილიალში ემიგრანტებს დახვდებათ ქართული გარემო და საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ სრული მომსახურება. შეძლებენ მიიღონ და გაგზავნონ თანხა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გაგზავნონ თანხა საქართველოში, როგორც სხვადასხვა ვალუტაში ისე ლარში საუკეთესო კურსით. განახორციელონ კომუნალური გადახდები, სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის გადახდები და სხვა ფინანსური ოპერაციები. რაც შეეხება ფულადი გზავნილის განაღდებას საქართველოში, მას მიმღები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტელიექსპრესის ფილიალებში, ნებისმიერ ბანკსა და აგენტის ფილიალებში შეძლებს.

ინექს გრუპი და ინტელიექსპრესი 2007 წელს დაარსებულ ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია. ინექს გრუპი საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც წელიწადში საშუალოდ 3 მილიონ კილოგრამამდე ამანათის ტრანსპორტირებას ახდენს. ინტელიექსპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და ევროპისა და აზიის სხვადასხვა სახელმწიფოში. იგი გზავნილებს 70-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ინტელიექსპრესსა და ინექს გრუპს აქვთ საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, საქართველოში, თურქეთში, ასევე აქვთ პარტნიორთა ფართო ქსელი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტებზე:

ინექს გრუპი

ინტელიექსპრესი

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო