ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის იუბილე აღინიშნა

ვაჟა-ფშაველას ფონდის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია და ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გამოცემული ორენოვანი კრებულის „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ პრეზენტაცია, ხოლო რუსთავის თეატრის მიერ წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი სოსო ნემსაძე).

„საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილესთან მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და სლობოჟანკის მუნიციპალიტეტის დელეგაცია უკრაინიდან.

სტუმრებს უმასპინძლა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა და მისი სახელობის ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, ხოლო ამ დღის მნიშვნელობასა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა