ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. დადიანების ისტორიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს და სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად მშენებარე ტაძრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. დღევანდელი დღე მრევლს მეუფე გერასიმემ მიულოცა.
"გილოცავთ ღვთისმშობლის სამოსლის გამობრძანებას, ვლაქერნობას. ღმერთმა დაგლოცოთ, დედა ღვთისმშობელი შეგეწიოთ. ბედნიერად, ჯანმრთელად დღეგრძელად გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო",- განაცხადა მეუფემ.

























