ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო. მედიის წარმომადგენლებმა ტვ "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის დროული გამოძიება და მოძალადეების დასჯა მოითხოვეს. ჟურნალისტები ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებმა წარწერები გამოფინეს "დაისაჯოს დამნაშავეები".